ბოლივუდი თუ ჰოლივუდი ???

Image
Image
ImageImage
Image
Image
ბოლივუდი (ინგლ. Bollywood) — აშშ-ის კინემატოგრაფიის, ჰოლივუდის (Hollywood) ანალოგიაზე შექმნილი სახელწოდება, რომელიც ინდოეთის ქალაქ ბომბეის(დღესდღეობით მუმბაი) კომერციულ კინემატოგრაფიას მიეცა.პირველად ჰოლივუდისა და ბომბეის ამ შეჯვარებული სახელწოდებით ბომბეის კინომატოგრაფია ერთ-ერთმა ინდოელმა კინოკრიტიკოსმა 1970-იან წლებში მონათლა, რითაც მან ბოლივუდის კომერციულ-გასართობი პოლიტიკა კალიფორნიულ ჰოლივუდს ცინიკურად შეადარა, მაგრამ ეს სახოლწოდება დამკვიდრდა და ინდური კინოს სინონიმად იქცა. ინდოელი პატრიოტები სახელწოდება „ბოლივუდის“ წინააღმდეგნი არიან, ვინაიდან მათი მოსაზრებით ინდურ ფილმებს ჰოლივუდთან საერთო არაფერი აქვთ.ბოლივუდის ფილმებს აქვთ რამდენიმე დამახასიათებელი თავისებურება: მათი უმეტესობა მიუზიკლია — ფილმის სიუჟეტში ჩართულია მუსიკალური კლიპები (ზოგჯერ ათამდე), ორ სერიად გაყოფილი ფილმი დაახ. ოთხი საათი გრძელდება. თუმცა ფილმების სიუჟეტები სხვადასხვაგვარია, მათში გამოიყენება ინდური კლასიკური თეატრისთვის დამახასიათებელი თემები – სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, ავი დედამთილი და დაჩაგრული რძალი, ღარიბ და მდიდარ, მუსლიმან და ინდუსტ გმირთა შორის სიყვარულის გამარჯვება, ადამიანის ღირსების შეურაწმყოფელი ტრადიცების გადალახვა და კასტური სისტემის ბორკლითა დამსხვრევა და სხვა.
Image
ImageImageImageImage
ჰოლივუდი (ინგლ. Hollywood) —ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნია,აშშ), რომელიც დაუნტაუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი სახელგანთქმულობისა და კულტურული იდენტურობის გამო კინო სტუდიებთან და ვარსკვლავებთან, სიტყვა „ჰოლივუდი“ ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები (როგორიცაა სამონტაჟო, ეფექტების, პოსტ-წარმოების, და განათების კომპანიები) ჰოლივუდში რჩება.ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი.იმისდა მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დაადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია.

ორივე ძალიან კარგია ბოლივუდიც და ჰოლივუდიც,მაგრამ მე ბოლივუდის მიერ გადაგებული ფილმები უფრო მომწონს,რადგან ინდურ ფილმებში ასახული არის ცხოვრებისეული ამბები…იქ გასწავლიან მშობლის პატივისცემას და როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის პატიოსნება..ასეთ რამეებს ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმებში ვერ ნახავთ…

მითი თუ რეალობა ვამპირების შესახებ!!!

Image
ვამპირები —მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი,დასავლეთევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე,ძაღლებზე და ობობებზე.
Image
ვამპირებზე უამრავი ლეგენდა და მითი არსებობს ..ზოგ ადამიანს სწამს ვამპირების,ზოგიც დასცინის ამ მითებს…მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები რომელსაც სწამს ვამპირების,რადგან ასე მგონია რომ ყველა ადამიანში არის რაღაც ვამპირული,თუნდაც ადამიანს არ უნდოდეს ეს…თუ არ გჯერათ კარგად დაუკვირდით თქვენს მოქმედებას.. მაგ:როდესაც ხელს იჭრით პირველად ხელი სად მიგაქვთ თუ არა “პირში”,ეს ადამიანის რეაქციაა…გაინტერესებს ხარ თუ არა სულიერად ვამპირი? მაშინ დაფიქრდი და გააანალიზე: გიყვარს მარტოობა? გქონია ისეთი მომენტი, როდესაც ცხოველური ცორციდან სისხლის ამოწოვა მოგნდომებია? ვერ იტან მზის სხივებს? არ მოგწონს ღამით ძილი და ღისით სიარული? არ გყავს მეგობრები და არც გსურს, რომ გყავდეს? ყოველთვის ცუდ ხასიათზე ხარ და მზად ხარ ყველაფერი გაანადგურო? – თუ ყველაფერზე დადებითი პასუხი გაქვს, მაშინ შენ შინაგანად ვამპირი ხარ.ვამპირები რომ არ არსებობდნენ მაშინ მათი არსებობის შესახებაც არაფერი გვეცოდინებოდა თუნდაც  მითებში!!!
Image

ინდური დღესასწაული “ჰოლი”!!!

Image
ინდოეთში არის ასეთი დღესასწაული “ჰოლი” ძალიან მხიარული და ლამაზი დღესასწაულია..
ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, და ერთერთი მათგანის მიხედვით ღმერთ კრიშნას მუქი ფერის კანი ჰქონდა, ხოლო მის მიჯნურ რადჰას ლილიას ყვავილივით თეთრი. ერთხელ კრიშნამ თავის დედას ხუმრობით შესჩივლა ამ „უთანასწორობის“ შესახებ და დედამ ურჩია, რომ რადჰას ფერადი ფხვნილები შეაყაროს, რომ ეს „უთანასწორობა“ გაათანაბროს. კრიშნა ასეც მოიქცა და ეს თამაში მხიარულ რომანტიულ გართობად აქცია. ჰოლის ეს ტრადიცია უცვლელია დღემდე. ჰოლი_ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი.                   
                                                                                 
Image
ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა.                                              
Image
ჰოლის დღესასწაულს ასევე ხშირად აკავშირებენ  კრიშნას სახელთან და თამაშებთან, რომელსაც ის მწყემს ქალებთან აბამს. ყმაწვილისა და ახალგაზრდა ქალის შეთამაშება სადღესასწაულო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ყმაწვილი გამოიტყუებს ქალს, გაართობს მას, შემდეგ ქალი რამეზე გადაიატანს ყურადღებას, ამ დროს კი ბიჭი ფერადი პუდრით შეუღებავს სახეს ან გაფერადებულ წყალს გადაასხამს. გოგონა განაწყენდება, მამაკაცი მას პატიებას სთხოვს (ეს ყველაფერი მიდმინარეობის ცეკვებისა და ჟესტების ენით), გოგონა შეუნდობს მას და ისიც სამაგიეროდ გადაასხამს შეფერილ სითხეს. ეს საჯარო თავისუფლება იშვიათი ფუფუნებაა ახალგაზრდებისთვის საერთო ინდური მკაცრი მორალური შეზღუდვების ფონზე.ვინაიდან ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება..როდესაც ინდოეთში ეს დღესასწაული იქ ჩადიან უამრავი ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან…                                            
Image
თბილისშიც ჩატარდა ეს ფესტივალი,მაგრამ  რაღაც კარგი არ იყო მოხარული ვიქნები თუ ამ დღესასწაულს მთელი საქართველოს მაშტაბით აღნიშნავენ..
Image
Image

არსებობს თუ არა ნამდვილი სიყვარული?!!!

Image
რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული ან საერთოდ რას ნიშნავს სიყვარული?სიყვარული ეს აუხსნელი რამ არის,მას სიტყვებით ვერ გადმოცემ..ძალიან ძლიერი   და კარგი გრძნობაა..მას ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება…სიყვარულზე საუბარი ყველას შეუძლია მაგრამ მისი ნამდვილი არსი თითქმის არცერთმა არ იცის…სიყვარულის ნამდვილი არსი ადამიანმა მაშინ იცის როცა სიტყვა “სიყვარულის” ახსნა არ შეუძლია…დიდხანს მსჯელობდენ იმაზე თუ ეს გრძნობა საიდან მოდიოდა მაგრამ ამაზე პასუხი ვერ იპოვეს…მეცნიერება სიყვარულთან ვერ მივა…ხალხი თხზავს გამონათქვამებს,ლექსებს,მოთხრობებს სიყვარულზე მაგრამ მათი ახსნა არ შეუძლიათ..მაგ:ამბობენ სიყვარული ბრმააო,რადგან სიყვარულმა წონა,ასაკი და სილამაზე არ იცისო,მაგრამ რატომ არის ეს ასე ვერავინ ვერ ხსნის..სიყვარულს ყველა შენატრის და ყველას უნდა გამოცადოს ეს გრძნობა..სიყვარული მართლაც მშვენიერია,როცა შეყვარებული ხარ მთელი ქვეყანა შენი გგონია და გინდა რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობდეს შენ და ის…ცოდვაა ის ადამიანი რომელიც ამ ქვეყნიდან სიყვარულის გარეშე წავა მიუხედავად იმისა რომ სიყვარული ხშირად მტკივნეულია,მაგრამ ვის უნახავს ვარდი უეკლოდ…სიყვარულს შეუძლია ჩვენი შეცვლა..როდესაც ვინმე გიყვარს,მაშინ აზროვნება არ შეგიძლია,მხოლოდ ერთ ვინმეს უჯერებ შენს გულს,გული კი ყოველთვის სიყვარულისაკენ მიისწრაფის..ჩვენი ცხოვრება სიყვარულის გარეშე ვერ იარსებებდა,სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში  ყველაზე მნიშვნელოვანია…გალაკტიონ ტაბიძეს უთქვამს”უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,სიო არ დაჰქრის,ტყე არ კრთება სასიხარულოდ..უსიყვარულოდ არ არსებობს თვით სილამაზი,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ..და არ არსებობს ქვაყანაზე თვით უკვდავება,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ…მგონი ეს სიტყვებიც საკმარისია რომ მივხვდეთ რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში!!!

Image

არსებობენ ოჯახები რომლებსაც შვილი არ ყავთ და ამის

Image
არსებობენ ოჯახები რომლებსაც შვილი არ ყავთ და ამის გამო ხშირად ბავშვს შვილობენ…ხშირია შემთხვევა როდესაც ეს შვილი ყველაზე მეტად გადგება..მე ვიცნობ ოჯახს  რომელსაც ყავს 4 შვილი და აქედან ერთი ნაშვილები ყავთ,რატომღაც როდესაც მშობლებს უჭირს ნაშვილები შვილი უვლის ხოლო ნამდვილი შვილები ყურადღებასაც კი არ აქცევენ..მიუხედავად იმისა რომ იცის რომ ნაშვილებია მისმა ძმამ უთხრა მას..არასოდეს უცდია მისი ოჯახის მოძებნა რადგან ამბობს რომ ის არის მისი ოჯახი სადაც შიფარეს და გაზარდეს … მე ვეთანხმები ამ აზრს შენ თუ შენს შვილს იმეტებ სხვაზე მისააცემად უკვე დედა აღარ გქვია.. ზოგი თავს იმით იმართლებს რომ საშუალება არ ქონდა და ეს მისი შვილის მომავლისათვის გააკეთა,მაგრამ ეს უბრალოდ თავის გასასამართლებელი საბუთია..შენს შვილს კარგ მომავალს ვერასოდეს შეუქმნი გაშვილებით…ის როგორ ოჯახშიც არ უნდა მოხვდეს და როგორი მომავალიც არ უნდა ქონდეს ყოველთვის ეკლებად დედის სითბო !!! ხშირად როდესაც გებულობენ რომ ნაშვილები არიან მშობლების მოძებნას იწყებენ,მაგრამ მე რომ ნაშვილევიყო არასოდეს დავიწყებ ჩემი რეალური მშობლების ძებნას რადგან  მათ ბავშვობაში თუ  არ ვჭირდებოდი,არც დიდობაში დაჭირდები!!!
ImageImage

საქართველო მშვენიერია!!!

ImageImage
ImageImageImage
ImageImageImageImage

ImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImage
                                  საქართველოზე ლამაზი ყვეყანა არ არსებობს !!!

სავალდებულოა თუ არა განათლების მიღება !!!

Image
განათლების მიღება სავავდებულოა..ამ ცხოვრებაში განათლებულ ადამიანს უჭირს ცხპვრება და გაუნათლებელზე ხომ ლაპარაკი არ არის..განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა ერთ-ერთი და აუცილებელია..განათლება უნდა მიიღოს კაცმაც და ქალმაც რათქმაუნდა მაგრამ უმეტესად სავადლებულოა კაცი იყოს განათლებული,რადგან ოჯახს როდესაც შექმნის ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკური მხარე…მე მინახავს ოჯახები სადაც ქალი მუშაობს, მაგრამ ქალის შემოტანილ ფულს არ აქვს “ხვავი”…კაცნა რომ ქალის ნახევარი შემოიტანოს მაინც მეტი გამოჩნდება…განათლების მიღება მხოლოდ სამსახურზე არ არის დამოკიდებული,როცა საზოგადოებაში მოხვდები იქ თავი არ უნდა იგრძნო ზედმეტად…სწავლა არავის არ უყვარს,მაგრამ როცა იციან რომ სავალდებულოა ძალით თუ ნებით სწავლობენ.. ჩემი დამრიგებელი ყოველთვის ამბობდა “სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების”,თანდათან რომ ვიზრდები ვხვდები რომ ეს მართლაც ასე არის…
ImageImageImage

საქართველოს უმშვენიერესი მხარე ყაზბეგი!!!

ყაზბეგი საქართველოს ერთ_ერთი უმშვენიერესი მხარეა..ყაზბეგი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია, ყოველწლიურად მას დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს ( აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად იკლო მათმა რაოდენობამ )

სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მდებარეობს საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთით. თბილისიდან 157 კილომეტრით არის დაშორებული, ზღვის დონიდან კი 1740 მეტრზე მდებარეობს. მასზე გადის საკმაოდ სწრაფი მდინარე თერგი. ჰავა საკმაოდ ცივი და მშრალია. საშუალო ტემპერატუა +4.9 გრადუსია. ყველაზე ცივი პერიოდი იანვრის თვეა ამ დროს ტემპერატურა საშუალოდ -5.2 გრადუსია. მინამალური ტემპერატურა დაფიქსირებულია -34 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური +32.ანანური, ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრეა. იგი ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი აქრიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში ..
Image

გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
Image

დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. დარიალის ხეობაში მდ. თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – დარიალის ციხე. 
Image
ყაზბეგი მართლაც ძალიან ლამაზია მე დიდი სიამოვნებით გავატარებდი იქ მთელ ზაფხულს…

ოჯახური ძალადობა!!!

Image
მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა,თუმცა ისტორიულად ქალების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას არ აღიქვამდნენ როგორც დანაშაულს,ეს დადასრტურებულია იმით რომ მამაკაცების მიერ პარტნიორის ჩაგვრაში დამნაშავედ ცნობას იშვიათად თუ მოჰყვებოდა სერიოზული შედეგები,როგორიცაა დაპატიმრება ან ფულადი ჯარიმა…საქართველოში ახლანდელ პერიოდში ძალადობა იმდენად აღარ არის..ოჯახური ძალადობა ცუდი არის როგორც ცოლისთვის აგრეთვე  ბავშვებისთვისაც..ისინი განიცდიან ძალიან დიდ სტრეს და ხშირ შემთხვევაში ასეთ ბავშვებს ერღვევათ ფსიქიკა და იზრდებიან მკვლელები და მანიაკები…ძალადობა არის სისასტიკე ამ დროს არამარტო შენს თავს არამედ შენს ოჯახის წევრებსაც აყენებ ძალიან დიდ ტკივილს… 
ImageImageImageImage

ღალატი!!!

როდესაც ადამიანებს უსვამენ კითხვას რას ვერ აპატიებენ საყვარელ ადამიანს პასუხი ყოველთვის არის მხოლოდ ერთი “ღალატი”…არსებობს ღალატის 3 უმთავრესი ფორმა. 1) ოჯახის ღალატი 2) შეყვარებულის ღალატი 3) მეგობრის ღალატი…სამივე ღალატია მაგრამ სხვადასხვა ფორმით..რაც შეეხება ოჯახურ და შეყვარებულის ღალატს ეს საშინელი გრძნობაა როდესა იცი რომ შენ ვინც გიყვარდა გიღალატა… “ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით,თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა”
ალექსანდრე დიუმა..ეს სიტყვები ძალიან მომწონს რადგან ძალიან აზრიანია..ImageImageImageდასაგმობი და განკიცხვის ღირსი რომ არის მოღალატე ეს ბუნებრივია, მაგრამ აქ სხვა რამ არის რაც სხვათაშორის აღინიშნა – მეგობრის ღალატი წმინდა წყლის სიბოროტეა. ამით არ შეიძლება ადამიანმა რაიმე სიამოვება მიიღოს..
მეგობრის ღალატი- ეს ჩემ თვალში ყველაზე დიდი ცოდვაა ამქვეყნად .. როგორ უნდა უღალატო მეგობარს რომელსაც უყვარხარ რომელიც გენდობა , რომელიც ყველაფერს გიყვება და არაფერს გიმალავს ?! მე არ მესმის იმ ადამიანის ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს , ვისაც შეუძლია საკუთარი მეგობარი გასაჭირში მარტო დატოვოს. მეგობარი რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა მიატოვოს , არ დაეხმაროს ან თუნდაც სხვაში გაცვალოს.. არის ასევე შემთხვევები როდესაც მეგობარს “ლოვეში” ცვლიან. არც მათი მესმის. როგორ აკეთებენ ამას.. ნუთუ ისინი ვერ ხვდებიან იმას თუ როგორ ტანჯავენ იმ ადამიანს რომელსაც მარტო ტოვებენ,ვერ ხვდებიან იმას თუ როგორ განიცდის ის ადამიანი მის დაკარგვას.ღალატი თვითონ სიტყვაც ძალიან მძიმე სათქმელია..ალბად მართლაც შეიძლება ყველაფერი აპატიო ადამიანს ღალატის გარდა…
ImageImageImage